პოლიციელის გამართლებას, რომელმაც აფროამერიკელი დაახრჩო, ნიუ-იორკში მასობრივი აქციები მოჰყვა (ფოტოკოლაჟი)

 

     ნიუ-იორკში საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა, რომლის შედეგად ქალაქის წამყვანი ქუჩები გადაიკეთა. დემონსტრანტებმა, რომლებიც პოლიციის ოფიცრის დანიელ პანტალეოს უდანაშაულოდ ცნობას აპროტესტებენ, მანჰეტენის ქუჩების, ტაიმზ–სქვერის და როკფელერის ცენტრის ტერიტორიაზე მარში მოაწყვეს. მანჰეტენზე გადაადგილება შეუძლებელი გახდა.
პოლიცია ქალაქის ქუჩებში წესრიგის აღდგენის და მოძრაობის განახლების მიზნით, აქციის მონაწილეებს მასობრივად აპატიმრებს. გამოცემა New York Post–ის ინფორმაციით, ამ დროისთვის საპროტესტო აქციის 83 მონაწილეა დაკავებული.
საპროტესტო აქცია სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც პოლიციელი დანიელ პანტალეო უდანაშაულოდ ცნო. პოლიციელმა სიგარეტით უკანონოდ მოვაჭრე აფროამერიკელი ერიკ გარნერი დაკავებისას დაახრჩო. ინციდენტი, რომლის შედეგადაც ერიკ გარნერი დაიღუპა, ნიუ–იორკში 2014 წლის ივლისში მოხდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 29 წლის პანტალეომ დაკავებისას „მახრჩობელა ილეთი“ გამოიყენა, რომელიც ნიუ–იორკის პოლიციაში უკვე 20 წელია აკრძალულია. ასთმით დაავადებული 43 წლის გარნერი ადგილზე გარდაიცვალა. გარნერის დაკავება გამვლელებმა გადაიღეს, რომელიც შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა და საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

10690181_561364034007283_4550109734652104144_n 63777_561363897340630_7037626356841337631_n (1) 1528460_561363910673962_8879688129264807883_n (1) 1922198_561364267340593_6961489994487671994_n 10155561_561363874007299_1399811343495530923_n (1) 10358736_561363947340625_413643998442756108_n (1) 10649706_561363994007287_1484371930047342513_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები