ნიანგმა სამხრეთ აფრიკაში გოლფის მოთამაშე შეჭამა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნიანგმა გოლფისტი ჟაკ ვან დერ სანდტი შეჭამა. ინციდენტი ნაციონალური პარკის კრიუგერის ტერიტორიაზე, ტბა პანიკას ნაპირთან მოხდა. გამოცემა Associated Press–ის ინფორმაციით, 29 წლის ჟაკ ვან დერ სანდტი პარკის თანამშრომლის შვილი გახლდათ და გოლფის სათამაშოდ ხშირად ირჩევდა პარკის ტერიტორიას.
თამაშის დროს ჟაკი ტბიდან იღებდა გოლფის ბურთს, როდესაც ნიანგი მოულოდნელად დაესხა თავს და ტბაში ჩაითრია. ორსაათიანი ძებნის შემდეგ რეინჯერებმა ნიანგი იპოვეს და მოკლეს, თუმცა გოლფისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი სხეულის დანაწევრებული ნაწილები ნიანგის მუცელში აღმოაჩინეს.