„დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენთა შორის შეჯიბრებები გაიმართა
დონეცკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენთა მონაწილეობით შეჯიბრებები ჩატარდა. ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს მიეძღვნა. ცურვაში, ფრენბურთში და სხვა სპორტულ სახეობებში ერთმანეთს სმენადაქვეითებული, მხედველობისა და გადაადგილების პრობლემების მქონე სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ.
„სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ადრეც ხვდებოდნენ რთულად გადასაწყვეტ პრობლემებს. სახელმწიფო ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ უთმობდა და ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცხოვრების ცივილიზებული ნორმების შექმნა ნულიდან მოგვიწევს. ასეთი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების ჰუმანურობის მაჩვენებელია“, – განაცხადა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-სპიკერმა დენის პუშილინმა.