იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გათავისუფლდება
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა რადამ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 310 დეპუტატმა მისცა.
შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკო 2009 წელს დააკავეს. მას რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.