რადამ ვიტალი ზახარჩენკო პოსტიდან გაათავისუფლა

უკრაინის უმაღლესმა რადამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვიტალი ზახარჩენკო პოსტიდან გათავისუფლა. როგორც ოპოზიციური ფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერმა, არსენ იაცენიუკმა განაცხადა, ზახარჩენკოს გათავისუფლების მიზეზი კონსტიტუციის დარღვევაა, რაც ძალოვანებისთვის იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემაში გამოიხატება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 332 დეპუტატმა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები