გროზნოში ოპერაციის შედეგად 10 პოლიციელი დაიღუპა
გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად 10 პოლიციელი დაიღუპა, 28 კი დაიჭრა, – ამის შესახებ ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის თქმით, სპეცოპერაცია გროზნოში დასრულებულია, თუმცა „ბი-ბი-სის“ ცნობით, ანტიტერორისტულ კომიტეტში ეს ინფორმაცია არც უარყვეს, არც დაადასტურეს. უწყების შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
„ბი-ბი-სის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ქალაქში სიტუაცია სტაბილურია. დაზარალებულ რაიონებში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. თუმცა, სკოლის მიდამოებში, სადაც „ბოევიკები“ იყვნენ განლაგებულნი, დროდადრო სროლები ისმის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ღამით გროზნოს ცენტრში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. ავტოინსპექციამ საეჭვო ავტომობილის გაჩერება სცადა, რის შემდეგ „ბოევიკებსა“ და სამართალდამცავებს შორის სროლა დაიწყო.