კუნძულ პემბაზე მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სასტუმრო გაიხსნა (ვიდეო)

კუნძულ პემბაზე, რომელიც ზანზიბარის არქიპელაგს ეკუთვნის, უნიკალური წყალქვეშა სასტუმრო გაიხსნა. ოტელის სტუმრები ღამეს, პირდაპირი მნიშვნელობით, თევზების გვერდით გაატარებენ. წყალქვეშა სასტუმროზე სიუჟეტი ტელეკომპანია „ბი-ბი-სიმ“ მოამზადა.
უნიკალური ოტელი მოცურავე სახლს წარმოადგენს, რომელიც სანაპიროდან 250 მეტრის მოშორებით მდებარეობს. სასტუმრომდე მისვლა ძრავიანი ნავითაა შესაძლებელი, რომელიც სტუმრებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
საზღვაო სასტუმრო 3 სართულისგან შედგება. სახურავზე დღისით შესაძლებელია გარუჯვა, ღამით კი – ვარსკვლავებით ტკბობა. მეორე სართულზე სასტუმრო ოთახია განლაგებული. აქედან ლამაზი ხედი იხსნება, – ამბობს „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტი.
ყველაზე საინტერესო სასტუმროს ქვედა სართულია, რომელსაც ყოველ კედელზე დიდი ფანჯარა აქვს. სქელი მინების მიღმა ფერადი თევზები დაცურავენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნამდვილ აკვარიუმში გძინავს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1DKE-Lo0m64″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები