რადამ ევრომაიდნის აქციების ყველა მონაწილე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
უკრაინის უმაღლესი საკანონდებლო ორგანოს მიერ მიღებულმა კანონმა დაკავებულ აქტივისტებთან ერთად პასუხისმგებლობისგან ის აქტივისტებიც გაათავისუფლა, რომლებზეც შესაძლოა საქმე აღძრულიყო. კანონის თანახმად, დემონსტრანტები თავისუფლდებიან ყველა ტიპის პასუხისმგებლობისგან. კანონს მხარი 373 დეპუტატმა დაუჭირა, აქედან ხმათა რაოდენობა ასე განაწილდა: ფრაქცია რეგიონებიდან – 127, “ბატკივშინა”- 88, “უდარ”- 40, “თავისუფლება” – 36, უკრაინის კომუნისტური პარტია – 32, უპარტიო დეპუტატები – 29. კანონი ეხება ყველას, ვინც ბრალეულია მოცემული დროისთვის და მათაც, ვისი ბრალეულობაც შესაძლოა გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდეს.