ეტლით მოსარგებლისთვის გაადადგილებაში ხელის შეშლის გამო მძღოლს გაფრთხილება მისცეს

პატრულმა ეტლით მოსარგებლისთვის გაადადგილებაში ხელის შეშლის გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მძღოლმა ავტომანქანა პანდუსთან გააჩერა, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა გადაადგილება ვერ შეძლო.როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, ეტლით მოსარგებლეს საპატრულო პოლიცია დაეხმარა, მძღოლს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი რომ მივიდა, ეტლით მოსარგებლეს დაეხმარნენ და მძღოლს გაფრთხილება მისცეს. პატრულს დასახმარებლად ეტლით მოსარგებლემ მიმართა“, – განუცხადა „კვირას“ საპატრულო პოლიციის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ცხადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები