მექსიკის ჰერეროს შტატში მასწავლებლების ჯგუფმა სამთავრობო სასახლე დაიპყრო

300-მა მასწავლებელმა მექსიკის ჰერეროს შტატის სამთავრობო სასახლე დაიპყრო. მათ თანამშრომლებს და მომსახურე პერსონალს შენობის დატოვება აიძულეს. მანიფესტანტებმა ეს აქცია 43 სტუდენტის გატაცების პროტესტის ნიშნად გამართეს.
მასწავლებლებმა სასახლის კარი შეამტვრიეს, შენობიდან შტატის ყოფილი გუბერნატორების ქანდაკებები და პორტრეტები გაიტანეს და ქუჩაში დაწვეს. ამასთან, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ისინი (სტუდენტები) ცოცხლები წაიყვანეს, და ცოცხლები გვინდა, რომ ვნახოთ“.
მანამდე აქციის მონაწილეებმა სასახლის კარი ჯაჭვებით დაბლოკეს და განაცხადეს, რომ კარი იქამდე იქნება დახურული, სანამ სტუდენტები არ დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ქალაქ იგუალაში მანიფესტაციიდან 43 სტუდენტი უკვალოდ გაქრა. ისინი მშვიდობიან აქციაზე განათლების სფეროში ჩატარებულ რეფორმას აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები