რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „Honest Sign“-ის ეტიკეტირების სისტემამ “ჯერმუკის” მინერალური წყლის (სომხეთი) პარტიის გაყიდვები როგორც ოფლაინ, ასევე ონლაინ საცალო ვაჭრობაში შეაჩერა.
ამის შესახებ მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რევაზ იუსუპოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმოქცევაში 338 000 ბოთლი იყო, რომლებიც ამჟამად, გამოძიების დასრულებამდე, დახლებიდან აღებულია.
ამის საფუძველი გახდა „როსპოტრებნადზორის“ (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის პოტენციური ზიანის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება იყო საჭირო. მიზეზად სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა დასახელდა.
შეზღუდვები შეეხო პროდუქტებს, რომელთა წარმოების თარიღებია 2026 წლის 17 თებერვალი და 5 მარტი.
“აღნიშნული მინერალური წყალი გამოძიების დასრულებამდე არ გაიყიდება”- აღნიშნა იუსუპოვმა.