17 შტატის ხელისუფლებამ ბარაკ ობამას სასამართლოში უჩივლა

 17 ამერიკული შტატის ხელისუფლებამ ფედერალური ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსარჩელეები თვლიან, რომ ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც არალეგალი იმიგრანტების აშშ-ში ყოფნას კანონმდებლობის ჩარჩოებში სვამს, უკანონოა.
ამის შესახებ სარჩელის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ტეხასის პროკურორმა გრეგ ებოტმა განაცხადა.
შტატების ხელმძღვანელების მტკიცებით, ობამამ კონსტიტუცია დაარღვია. მოსარჩელეები სასამართლოსგან ობამას ბრძანების დაბლოკვას ითხოვენ. ისინი შიშობენ, რომ „ამნისტიის“ შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, პირველ რიგში, ტეხასში ჰუმანიტარულ კრიზისს გაამძაფრებს.
„პრეზიდენტი კონგრესის მიერ მიღებული კანონების შესრულების გაკონტროლების საკუთარ მოვალეობაზე უარს აცხადებს და იმიგრაციული კანონების გადაწერას ცდილობს, რაზეც უფლებამოსილება არ გააჩნია“, – განაცხადა ტეხასის გენერალურმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები