თემქაზე პოლიციელთან ერთად კიდევ ერთი პირი დაიჭრა

წუხელ თბილისში, თემქაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან ერთდ კიდევ ერთი პირი დაჭრეს. როგორც ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის ახლობლებმა განუცხადეს, მიხეილ მაზმიშვილის მეგობარს თავდამსხმელმა ორივე ხელი მოსტეხა და სახის არეში დასერა. ინციდენტის შემდეგ მაზმიშვილის მეგობარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გაწერეს.
რაც შეეხება ინციდენტს, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა და მისმა თანმხლებმა მოქალაქეს სთხოვეს, რომ მათი ავტომობილისთვის გზა გაენთავისუფლებინა. მოქალაქის უარის თქმის შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა, ოჯახის წევრების თქმით, შელაპარაკების დროს დაჭრა არ მომხდარა. მათივე ინფორმაციით, კამათი დასრულებული იყო, რის შემდეგაც დაახლოებით 10 წუთში თემქაზე, ზღვის უბნის ქუჩაზე მდებარე ორ კორპუსს შორის მდებარე კიბიდან ჩამოვიდა მოქალაქე და პოლიციელი და მისი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები