თეთრი სახლი საშობაოდ მორთეს (ვიდეო)

თეთრი სახლი დამთვალიერებლების მისაღებად საშობაო დღესასწაულამდე 20 დღით ადრე ემზადება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციის ოთახებში სხვადასხვა სტილში გაფორმებული 26 ცოცხალი ნაძვის ხე დადგეს.
პროცესს ტრადიციულად პირველი ლედი ხელმძღვანელობდა. მიშელ ობამამ ნაძვის ხეები ამჯერად სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან ერთად მორთო. პრეზიდენტის მეუღლის თქმით, შობამდე თეთრ სახლში დაახლოებით 65 ათას დამთვალიერებელს ელოდებიან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=SwTzPoufg5o” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები