„დაცული საზოგადოება“ ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად კონცერტს გამართავს

10 დეკემბერს, 20:00 საათზე, საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება“ რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კონცერტი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში შედგება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, ვენის სახელმწიფო ოპერის ( Wiener Staatsoper) Eberhard Wächteris საპატიო ჯილდოს მფლობელი, სოპრანო თამარ ივერი და მისი მეგობრები, მსოფლიო სცენის ვარსკვლავები გიორგი გაგნიძე, ირაკლი კახიძე და ცნობილი გერმანელი მევიოლინე სოფია მოზერი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და ქალებზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რიცხვის საგრძნობი მატების სტატისტიკიდან გამომდინარე, საქველმოქმედო ფონდმა „დაცული საზოგადოება“ გადაწყვიტა პირველი კონცერტი ოჯახური ძალადობისაგან დაცვის თემას მიეძღვნას. კონცერტიდან შემოსული თანხა, მთლიანად გადაირიცხება ქალთა თავშესაფარში, რომელშიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან მოთავსებული (ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად).
საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება“ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ჩამოყალიბდა სოპრანო თამარ ივერის თაოსნობით. ფონდის მიზანია ყველა ტიპის ძალადობის მსხვერპლთა დაცვა. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია RaRtner (პარტნიორი).
მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, „არტ პალასი“, „რედისონი“, „ლუფთჰანზა“, თბილისის საკრებულო, ქართულ-ამერიკული კლინიკა „MEDICAL HOUSE”.
საინფორმაციო მხარდამჭერები არიან; ტელეკომპანია „რუსთავი 2“; რადიოსადგურები: „არ დაიდარდო“ და „ფორტუნა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები