„ალ-ქაიდას“ „ბოევიკები“ ამერიკელი ლიუკ სომერსის მოკვლით იმუქრებიან

ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ „ბოევიკები“ ამერიკელი ლიუკ სომერსის მოკვლით იმუქრებიან. 33 წლის მამაკაცის მიმართვის ვიდეო დაჯგუფების წევრებმა ინტერნეტში 3 დეკემბერს გამოაქვეყნეს, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
„ტყვეობაში უკვე 2 წელზე მეტხანს ვიმყოფები. დახმარება მჭირდება, რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვრე. დარწმუნებული ვარ, ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. გთხოვთ, ჩემი გათავისუფლებისთვის ყველაფერი გააკეთოთ. დიდი მადლობა“, – განაცხადა სომერსმა.
საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად „ბოევიკებმა“ აშშ-ს მთავრობას 3 დღე მისცეს. ამასთან, კონკრეტული პირობები ვიდეოში აღნიშნული არ იყო.
გამოცემის მონაცემებით, მანამდე აშშ-ს სპეცრაზმმა სომერსის გათავისუფლება სცადა, თუმცა უშედეგოდ. „ჩვენ ვაფრთხილებთ ობამას და აშშ-ს მთავრობას ნებისმიერი სულელური ქმედებების შედეგების შესახებ“, – განაცხადეს „ალ-ქაიდას“ წევრებმა.
შეგახსენებთ, რომ ლიუკ სომერსი 2013 წლის სექტემბერში იემენში გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები