კოლუმბიაში ავიაკატასტროფას10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია. ვერტმფრენს, რომელიც ტოლიმას პროვინციაში ჩამოვარდა, სულ 8 მგზავრი გადაჰყავდა. ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე დისპეტჩერმა მიიღო სიგნალი სამგზავრო ვერტმფრენის ტექნიკური პრობლემების შესახებ. მომხდარის დეტალებს გამოძიება შეისწავლის. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა და დედაქალაქიდან შიდა რეისებს ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები