„ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად გროზნოში 10 ადამიანი დაიღუპა

გროზნოს ერთ-ერთ სკოლაში დაბლოკილი „ბოევიკების“ ნეიტრალიზაციის ოპერაცია დასკვნით ფაზაში გადავიდა,- ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
„ამ დროისთვის „ბოევიკების“ 7 გვამია აღმოჩენილი. უახლოეს 20 წუთში სპეცოპერაცია დასრულდება“, – განაცხადა კადიროვმა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სკოლა, რომელშიც „ბოევიკები“ იყვნენ, საგამომცემლო სახლის მახლობლად მდებარეობს. სახლში მთელი ღამის განმავლობაში სროლა ისმოდა.
მანამდე კადიროვმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ უშუალოდ ხელმძღვანელობს ოპერაციას.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა – არ დავუშვათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის“, – აღნიშნა კადიროვმა. მისივე თქმით, „ბოევიკებს“ პოლიციელების ფორმები ეცვათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ღამით გროზნოს ცენტრში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. ავტოინსპექციამ საეჭვო ავტომობილის გაჩერება სცადა, რის შემდეგ „ბოევიკებსა“ და სამართალდამცავებს შორის სროლა დაიწყო. ცნობილია, რომ დაიღუპა 3 პოლიციელი. გარდა ამისა, „ლენტა. რუს“ ცნობით, „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად ასევე 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები