აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობისთვის მოქალაქეებს ბრალი წარედგინათ
მოქალაქეებს რ.შ-სა და რ.წ.-ს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინათ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, გამოძიების თანახმად, 2014 წლის 18 თებერვალს, რ.შ. და რ.წ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიას მიუახლოვდნენ და, თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის მობილური ტელეფონის გადაცემის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ხუთი ფუთა გადააგდეს. დაწესებულების თანამშრომლებმა გარე პერიმეტრიდან – 3, ხოლო დაწესებულების ტერიტორიიდან 2 მობილური ტელეფონი ამოიღეს. საქართველოს სსკ-ის 19, 3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობა სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.