ეგვიპტის სასამართლოს მიერ 188 სიკვდილმისჯილის ბედს მუფთი გადაწყვეტს

ეგვიპტის სასამართლომ 188 ადამიანს, რომლებიც დადანაშაულებულ იქნენ კერდასაში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
თავდასხმა პრეზიდენტობიდან მუჰამედ მურსის ჩამოცილების შემდეგ 2013 წლის 14 აგვისტოს ქაიროს მახლობლად დასახლება კერდასაში განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად 11 პოლიციელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საბოლოო ვერდიქტი 2015 წლის 14 იანვარს იქნება გამოტანილი. მას შემდეგ რაც ეგვიპტის უმაღლესი სასულიერო ლიდერი მუფთი სასიკვდილო განაჩენს დაამტკიცებს ან გააუქმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები