რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას პუტინის მეოთხე ვადით არჩევა სურს

რუსების 58%–ს რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის მეოთხე ვადით არჩევა სურს. ამას „ლევადა ცენტრის“ გამოკითხვა მოწმობს, რომელიც 21–24 ნოემბერს გაიმართა.
გამოკითხვის თანახმად დგინდება, რომ რუსეთის მოსახლეობა მხარს უჭერს და მოსწონთ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკა და 2018 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ლიდერად კვლავ ვლადიმერ პუტინის ხილვა სურთ. კითხვაზე, გსურთ თუ არა პუტინის ხილვა 2018 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად, გამოკითხულთა 58 % დადებითად პასუხობს.
საინტერესოა, რომ 2013 წლის ოქტომბერში რუსების თითქმის ნახევარი (45%) უარყოფითად აფასებდნენ პუტინის კიდევ ერთხელ არჩევას და მხოლოდ 33 % უჭერდა მხარს. რესპოდენტთა 74 % აღნიშნა, რომ პუტინის პირველად არჩევის შემდგომ პერიოდში მასზე ძირითადად დადებითი შთაბეჭდილება შეექმნათ, მხოლოდ 13%–ს ჩამოუყალიბდა პუტინზე ნეგატიური წარმოდგენა, კიდევ 9 % -მა განაცხადა, რომ „მასზე საკმარისად იციან“, ხოლო 4 %–მა ვერ შეძლო პასუხის გაცემა.
გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის პოსტზე პუტინის მოქმედებებს რუსების 72% მხარს უჭერს, ხოლო 13% კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგია. ერთი წლის წინ, 2013 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტის კურსის მომხრე გაცილებით ნაკლები 47 % იყო, შესაბამისად მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც მეტი 31 % გახლდათ. „ლევადა ცენტრის“ გამოკითხვა 2014 წლის 21–24 ნოემბერს გაიმართა და მასში რუსეთის 46 რეგიონის ქალაქების და სოფლების 1600 სრულწლოვანმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები