ჯონ მაკკეინი: უნგრეთი ვლადიმერ პუტინს “ლოგინში უწვება”

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი უნგრეთის მიმართ მძაფრი კრიტიკით გამოვიდა და ის „ნეოფაშისტი დიქტატორის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის „სუვერენიტეტის გადაცემაში დაადანაშაულა. უნგრეთის ხელისუფლებამ მაკკეინის გამოსვლას მიუღებელი უწოდა და სიტუაციის გასარკვევად უნგრეთში აშშ–ს წარმომადგენელს ანდრე გუდფრენდს მოუხმო. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა „Politics.hu“ ავრცელებს.
ჯონ მაკკეინის მხრიდან უნგრეთის კრიტიკა სამშაბათს უნგრეთში ახალი ელჩის კოლინ ბელის დანიშვნასთან დაკავშირებულ დებატებში გაჟღერდა. მაკკეინის განცხადებით „ უნგრეთი ნეოფაშისტი დიქტატორისთვის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვის პირას მყოფ ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყანას, რომელიც ვლადიმერ პუტინს საწოლში უწვება“. თავის გამოსვლაში სენატორმა მაკკეინმა ასევე აღნიშნა, რომ „უნგრეთი მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, რომელშიც ცუდი ამბები ხდება“.
მისივე აზრით „ნეოფაშისტმა დიქტატორმა“ , უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა 2010 წლიდან მოყოლებული ხელისუფლების ცენტრალიზება მოახდინა. მაკკეინის საპასუხოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა, რომ მაკკეინს არჩევნებზე გაკეთებული არჩევანით უნგრელებმა პასუხი უკვე გასცეს. გარდა ამისა, მისივე სიტყვებით უნგრეთის ელჩი ვაშინგტონში დაუკავშირდა სენატორის თანამშრომლებს და თავისი შენიშვნები გადასცა. შეგახსენებთ მანამდე აშშ–მ კორუფციაში ეჭვმიტანილ რამდენიმე უნგრელ ჩინოვნიკს ქვეყანაში ვიზიტი აუკრძალა.

წყარო: unian.net ; pravda.com.ua

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები