ახალციხის გამგებელმა შშმპ-ს 300 ლარი გადასცა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხეში მცხოვრებ 13 პირს ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ ერთჯერადი დახმარება – 300 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის გამგეობის პრესცენტრი ავრცელებს.
პრესცენტრის ინფორმაციით, თანხა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ახალციხის მერიის თანამდებობის პირებმა შშმ პირები ადგილზე, ოჯახებში მოინახულეს და თანადგომა აღუთქვეს. მანველიშვილს ქუჩაზე მცხოვრები ტატულიანების ოჯახმა მადლიერება გამოთქვა ახალციხის მერიის მიმართ.
„ჩემს შვილს დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. არავისგან დახმარება არ მახსოვს, ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს – პირველად ხდება, რომ ქალაქის პირველი პირები ოჯახში მოვიდნენ და ჩვენი პრობლემით დაინტერესდნენ“,-ამბობს აკოფ ტატურიანი.