პოროშენკო და ტუსკი კიევში უკრაინა – ევროკავშირის სამიტის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კიევში მე-17 სამიტის „უკრაინა – ევროკავშირის“ კიევში იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს. სატელეფონო საუბრის დროს ტუსკმა და პოროშენკომ ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრეს, კერძოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში პოროშენკოს შესაძლო ვიზიტზე ბრიუსელში. ვიზიტი ევროპის საბჭოს სხდომას და ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები