სამტრედიაში მოსახლეობა სასმელი წყლით მოიწამლა

სამტრედიაში მოსახლეობა მოიწამლა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, სასმელი წყლი გახდა. სოფელ ტოლების თემში 40-მდე ადგილობრივის ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, სოფელ ვაზისუბნიდან კი სამედიცინო ცენტრში 4 პაციენტი მოათავსეს სიმპტომებით – მაღალი ტემპერატურა, გულის რევა და ტკივილი მუცლის არეში.
ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ჩავიდნენ. ისინი მოსახლეობის ინტოქსიკაციის მიზეზებს სწავლობენ.
„სამტრედიის საავადმყოფოში გადმოყვანილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. სურსათის უვნებლობის სამსახური იყო ჩამოსული და მიზეზებს ადგენენ. მოსახლეობა, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლა“, – განაცხადა სამტრედიის გამგებელმა ვალერიან ფოცხვერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები