იტალიელ ოპოზიციონერს ქვეყნის პრემიერად ვლადიმერ პუტინი სურს

იტალიური ოპოზიციური პარტიის „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნახვას ისურვებდა. ამის შესახებ „HuffingtonPost Italia“ წერს.
„პუტინს და რენცის (იტალიის პრემიერ-მინისტრი) შორის მე პუტინს ავირჩევდი. ვისურვებდი, რომ პუტინი ხვალ დილით იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გამხდარიყო“, – განაცხადა სალვინიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები – „იდიოტური ზომაა“, რომელიც იტალიას 5 მილიარდი ევრო დაუჯდება.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სალვინიმ განაცხადა: „თუ არსებობს უკრაინის ნაწილი, რომელსაც უნდა, რომ რუსეთი გახდეს, არ მესმის, ეს რატომ არ უნდა მოხდეს. რუსეთიდან 1/3 ბუნებრივი აირის იმპორტს ვახორციელებთ და მას ომი უნდა გამოვუცხადოთ? ჩვენ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ“, – აღნიშნა სალვინიმ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პუტინს 2015 წლის იანვარში რუსეთში შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები