დონბასში პროუკრაინელი პარტიზანები გააქტიურდნენ

ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიებზე უკრაინელი პარტიზანები გააქტიურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში განაცხადეს.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია მცირე პარტიზანული ქვედანაყოფების მოქმედების შესახებ. ისინი ნამდვილად აქტიურად მოქმედებენ და „ბოევიკების“ განაიარაღებას ახორციელებენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ჯგუფებს ბანდფორმირებების ყოფილი წარმომადგენლები უერთდებიან – ისინი, ვინც მიხვდა, რა არის სინამდვილეში „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები