გამოსახლების მოლოდინში მყოფი დევნილები და სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ

ისანში მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრებ 250-მდე ოჯახს გამოსახლება ემუქრება.
როგორც “კვირას“ ჰოსპიტალში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განუცხადა, მათ შენობის დროებით დაცლას და ბინით დროებით უზრუნველყოფას სთავაზობენ.

თუმცა, როგორც დევნილები აცხადებენ, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ სამინისტრო პირობებს დააკმაყოფილებს და მათ ქირას აუნაზღაურებს.

“შენობის დაცლა არ შეგვიძლია, წასასვლელი არსად გვაქვს, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ამ შენობაში ინვალიდებიც ცხოვრობენ, უკიდურესი საყოფაცხოვრებო პირობები გვაქვს და ამასაც გვართმევენ, არ გვაქვს გარანტია, რომ შენობის დაცლის შემდეგ ქირას გადაგვიხდიან. გვითხრეს, რომ ორშაბათს შენობა უკვე დაცლილი უნდა დავახვედროთ, აღწერა ჩაატარეს და ყველას გარეთ გაყრას გვიპირებენ, იყო საუბარი იმაზეც, რომ შენობას სოციალურად დაუცველ ოჯახებს და დევნილებს მას შემდეგ დაგვიბრუნებენ, რაც ის გარემონტდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს ერთგვარი სატყუარაა, როელსაც არ წამოვეგებით“,-აცხადებს შენობის ერთ-ერთი ბინადარი თამარ ოშაყმაშვილი.

“კვირა“ დევნილთა და განსახლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, აღწერა, მართლაც, ჩატარდა და დევნილებთან გაფორმდა ოქმები იმის თაობაზე, რომ ისინი დროებით ქირით ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადავლენ.
დევნილთა სამინისტრო მათი ქირით უზრუნველყოფის ვალდებულებას იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები