კიევში მეტროსადგურები აფეთქების საშიშროების გამო დაკეტეს
უკრაინის დედაქალაქ კიევში მეტროსადგურები: “თავისუფლების მაიდანი” და “პოლიტექნიკური უნივერსიტეტი” აფეთქებების საფრთხის გამო დაკეტილია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“აფეთქების მუქარაზე მიღებული შეტყობინების გამო, მეტროს ორივე სადგური მგზავრებისთვის ამ დრომდე დაკეტილია”, – აცხადებს უკრაინული მედია.