იაცენიუკმა ახალ მთავრობას 5 დავალება მისცა

უკრაინის მინისტრთა ახალმა კაბინეტმა საკუთარი ძალისხმევა 5 მიმართულებით უნდა გადაანაწილოს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, პირველი და მთავარი მიმართულება – ეროვნული უშიშროება და თავდაცვაა. „სიტუაცია უშიშროების სექტორში რთულია. დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლის ფარგლებში ძირითადი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები სახელმწიფოს ეროვნულ უშიშროებას და თავდაცვას უნდა მოხმარდეს“, – განაცხადა იაცენიუკმა.
მეორე მიმართულება – კორუფციასთან ბრძოლაა. „როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე დარგობრივი სამინისტროების დიდი იმედი მაქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.
იაცენიუკმა განაცხადა, რომ მესამე მიმართულების ფარგლებში წლის ბოლომდე უზენაეს რადაში ეკონომიკური და საგადასახადო კანონების ბლოკს შეიტანს, საბიუჯეტო კოდექსის ახალ რედაქციას წარადგენს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს დამატებით საკუთარი საშემოსავლო ბაზის ფორმირების უფლებას მისცემს. რადაში იაცენიუკი ასევე საგადასახადო კოდექსის ახალ რედაქციას წარადგენს, რომ გადასახადების რაოდენობა შემცირდეს, საგადასახადო ბაზა კი გაფართოვდეს. „ჩვენ ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ უკრაინის კანონი გვჭირდება, რომელიც მკაცრი და რთული იქნება, რადგან 2015 წელს ჩვენი ამოცანა – 2016 წლისთვის ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის ბაზის ფორმირებაა“, – აღნიშნა იაცენიუკმა. ამოცანების მეოთხე ბლოკი – ენერგეტიკის სფეროში რეფორმები, მეხუთე კი – საჯარო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების ყველა სტრუქტურის რეფორმაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები