იაცენიუკი: უცხოელი მინისტრები უკრაინულ ენას შეისწავლიან

უკრაინის მინისტრთა ახალი კაბინეტის უცხოელი მინისტრები, რომლებმაც მოქალაქეობა მიიღეს, უკრაინულ ენას შეისწავლიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
„მინდა მივესალმო ახალ მინისტრებს, იმ მინისტრებს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს და უკრაინისთვის იმუშავებენ. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი პოზიციისთვის, და არა მარტო უკრაინის მოქალაქეობის მიღებისთვის, არამედ უკრაინული ენის შესწავლის სურვილისთვის“, – განაცხადა იაცენიუკმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში 3 უცხოელი მინისტრი იქნება. ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი იმუშავებს, ფინანსთა მინისტრად – ნატალია იარესკო აშშ-დან, ეკონომიკის მინისტრი კი ლიტვიდან აივარას აბრომავიჩუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები