პენტაგონი: ირანი ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს

ირანმა ერაყის აღმოსავლეთით „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს დამოუკიდებლად დარტყმები მიაყენა,- ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო იუწყება. პენტაგონის პრესმდივნის, კონტრ-ადმირალ ჯონ კირბის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები ირანულ მხარესთან საკუთარ ქმედებების კოორდინაციას არ ახორციელებენ. სამხედრო ქმედებების კოორდინაციას ასევე ირანის სამხედრო ხელმძღვანელობების წარმომადგენლები უარყოფენ.
პენტაგონის მონაცემებით, ირანმა გამანადგურებელი F-4 „ფანტომი“ აამოქმედა.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის აგვისტოდან სამხედრო კოალიციამ აშშ-ს ხელმძღვანელობით „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ასობით დარტყმა განახორციელა. თუმცა ამერიკის წარმომადგენლების მოსაზრებით, ირანისთვის, რომელთანაც აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია, კოალიციაში შესვლა „ხელსაყრელი არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები