აშშ-ს თავდაცვის მდივანი შესაძლოა, ეშტონ კარტერი გახდეს

შეერთებული შტატების ახალი თავდაცვის მდივანი შესაძლოა, ეშტონ კარტერი გახდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე კარტერის კანდიდატურას მხარი კონგრესმა უნდა დაუჭიროს, სადაც ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავენ. 60 წლის ეშტონ კარტერი პენტაგონში ჯერ კიდევ პრეზიდენტ კლინტონის დროიდან მუშაობს. იგი ბირთვული იარაღის გამოყენების პოლიტიკის საკითხებს უძღვებოდა. 2011-2013 წლებში კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები