ირაკლი ღარიბაშვილმა EUMM-ის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობა და დამკვირვებლების როლი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, ტოივო კლაარის გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ძირითადი თემები.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების აუცილებლობაზე, რადგან ის საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში.
შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით. ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა. იგი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები