მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ურთიერთმოძულე და საკუთარი სამშობლოს მოძულე ადამიანები როგორ შეიძლება, გაერთიანდნენ, მით უმეტეს, საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ

“ოპოზიციის წარმომადგენლები ფრთხილად იყვნენ, კარდაკარ რომ დაიწყეს სიარული – იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ ძალების მიმართ, რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ოპოზიციურ ალიანსზე” საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, შიგნით, ალიანსში არ არსებობს ერთიანი აზრი, რაც გასაკვირი არ არის.

“ურთიერთმოძულე და საკუთარი სამშობლოს მოძულე ადამიანები როგორ შეიძლება, გაერთიანდნენ, როდესაც მით უმეტეს, საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამიტომაც ხდება ეს დაპირისპირება, ალიაქოთი. ეს არაერთხელ გვინახავს. საბოლოო ფინალი კვლავ იქნება ის, დომ ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევე ჩამოიშლება, როგორც იყო მანამდე,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები