ნუცუბიძის II მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცე განახლდება
ვაკეში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის განახლება დაიწყო, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, აღნიშნულ სკვერში ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამოიცვლება.
„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკო ავეჯი, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, სავალი ბილიკები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.