ებოლასთან საბრძოლველად ობამა კონგრესს 6 მილიარდ დოლარს სთხოვს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს  ებოლას ვირუსთან საბრძოლველად 6,18 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ობამას განცხადებით, აშშ-ს ქმედებები ამ მიმართულებით ბოლო დროს დადებითი შედეგების მომტანი გახდა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
„ნებისმიერმა ანთებულმა ნაპერწკალმა, შესაძლოა, ახალი ხანძარი გამოიწვიოს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ. და ეპიდემიასთან უბრალოდ ბრძოლა არ შეიძლება. ჩვენ ის უნდა დავახშოთ“, – განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით,  ებოლას ვირუსით 6928 ადამიანი დაიღუპა. 16 000-ზე მეტი კი დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები