საქართველოში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 6,2 პროცენტით გაიზარდა

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6,2 პროცენტით გაიზარდა, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,90 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა, – ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერში, 2013 წლის ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2,8 პროცენტი შეადგინა. „ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ბოსტნეული და ბაღჩეული (27,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (4,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-3,8 პროცენტი); რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4,8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,53 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (7,9 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი). 2014 ნოემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,1 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე – ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 0,9-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,10 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-1,7 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 0,5-პროცენტიანი კლება, რამაც თვის ინფლაციაზე -0,04 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფზე -აუდიო-ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები, რემონტის ჩათვლით (-1,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,03 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა განაპირობა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე ფასების 1,0-პროცენტიანმა მატებამ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები