ლიტერატურული კონკურსი „წერო“ – მეორე ეტაპი

ლიტერატურული კონკურსი „წერო“ მეორე ეტაპზე გადავიდა. კონკურსის 7 -კაციანმა ჟიურიმ 30 ნოემბერს, 14 საუკეთესო პროზაული ნაწარმოები დაასახელა. სწორედ ამ 14 ნაწარმოებიდან ახლა უკვე მკითხველი გამოავლენს 3 რჩეულს, რომელთა ვინაობაც 11 დეკემბერს, მწერალთა სახლში, დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი. მკითხველს მეორე ეტაპზე გასული ნაწარმოებების წაკითხვა და შეფასება lit.ge-ზე შეუძლიათ. შეფასებები 1-10 დეკემბრის პერიოდის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ტრადიციულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორი ელექტრონული წიგნების მაღაზია „Lit.ge“ და ფარმაცევტული კომპანია GPC-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები