კორუფციის რეიტინგში რუსეთი 136-ე ადგილზე ჩამოვიდა

კორუფციის საწინააღმდეგო საერთაშორისო მოძრაობა Transparency International-მა ყოველწლიური „კორუფციის აღქმის ინდექსი“ წარმოადგინა. რეიტინგის თანახმად, რუსეთი 6 პოზიციით ქვემოთ ჩამოვიდა და ნიგერიასთან, ლიბანთან, ირანთან, კამერუნთან და ყირგიზეთთან ერთად 136-ე ადგილი დაიკავა. კორუფციისგან ყველაზე უფრო სუფთა ქვეყნებად დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი დასახელდა. მათ 100 ქულიდან 92, 91 და 98 ქულა დააგროვეს.
ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები კი, Transparency International-ის ინდექსის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა და სომალია, რომლებმაც მხოლოდ 8 ქულა დააგროვეს.
„2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური განვითარება შეუძლებელი, ძალისხმევა კი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული, უნაყოფო ხდება, როდესაც ლიდერები და მაღალჩინოსნები ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ იმისთვის, რომ პირადი სარგებლისთვის სახელმწიფო სახსრები მიითვისონ“, – აღნიშნა Transparency International-ის ხელმძღვანელმა ჰოსე უგასმა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის რეიტინგში რუსეთი აზერბაიჯანთან, პაკისტანთან, ნიკარაგუასთან, მალისთან, მადაგასკართან, ლიბანთან, და კომორის კუნძულებთან ერთ დონეზე აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები