ტუსკი და ობამა რუსეთს „უკრაინიდან წასვლას“ აიძულებენ

ევროსაბჭოს ახალი თავმჯდომარე დონალდ ტუსკი და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სატელეფონო საუბრის შედეგად ,რუსეთის მიმართ „აღმოსავლეთ უკრაინიდან წასვლის“ მოთხოვნის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა უკრაინაში დაუსრულებელი კონფლიქტის გამო საერთო შეშფოთება გამოთქვეს. ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დამატებითი ზომებია მისაღები. გარდა ამისა, კიევს ფინანსური დახმარება სჭირდება.
ევროკავშირისა და აშშ-ს ამოცანა – რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კონტროლის უზრუნველყოფა და რუსეთის მხრიდან შეიარაღების მიწოდების შეწყვეტაა.
ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი და აშშ რუსეთისა და უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავებას იწყებს. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს.
შეგახსენებთ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარს უჭერს. სტოლტენბერგი ისურვებდა, რომ სანქციებს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები