რადიკალები რადაში შეჭრას ცდილობენ
კიევში მასობრივი არეულობა განახლდა. რადიკალების აგრესიული ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შეღწევას ცდილობს. აქტივისტებმა დაწვეს ავტომობილის საბურავები და ქვებითა და მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულებმა სამართალდამცავებს შეუტიეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავების მისამართით რადიკალები ცეცხლსასროლ იარაღსაც აქტიურად იყენებენ. დაღუპულ სამართალდამცავთა რიცხვი კიევში უკვე 80 -მდე გაიზარდა.