ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგ შეხვედრა გაიმართება. პოეტი ეკა ქევანიშვილი მარი მეტრაიეს რომანის – „ღიმილის მტვერის“ შესახებ ისაუბრებს.
სტუმარი ისაუბრებს მარი მეტრაიეზე, არა მხოლოდ როგორც მწერალზე, ან წიგნის გმირზე, არამედ, როგორც რეალურ ადამიანზე, რომელმაც შეცვალა თავისი და არაერთი სხვა ქალის ცხოვრება. შეცვალა უკომპრომისო ბრძოლის შედეგად და გახდა თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი. ბრძოლას აზრი აქვს ყოველთვის, ბრძოლა კი არჩევანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები