ნაუმ კლეიმანთან შეხვედრა გაიმართება

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინომცოდნესთან, ნაუმ კლეიმანთან. შეხვედრის ფარგლებში ნაუმ კლეიმანს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
კინომცოდნე, რუსული კინოს კრიტიკოსი, მოსკოვის სახელმწიფო ცენტრალური კინოს მუზეუმის დირექტორი ნაუმ კლეიმანი 1993 წელს ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო, 1991წელს კი – ვენის კინოფესტივალის ჟიურის წევრი. დასწრება თავისუფალია.
უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები