უკრაინასთან დაკავშირებით პუტინმა რუს ძალოვანებთან ითათბირა
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებთან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეკრებას პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვეენკო, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი ივანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი მიხაილ ფრადკოვი და უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი ბორის გრიზლოვი ესწრებოდნენ. თათბირის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.