ოთარ კობერიძე: სააკაშვილი ისევე ვერ გამოვიყენეთ, როგორც ილია ჭავჭავაძე და საწყალი კახა ბენდუქიძე…

„მიხეილ სააკაშვილს არავინ მოუკლავს და თავი დაანებეთ! – ამის შესახებ მსახიობი ოთარ კობერიძე საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.
„მიხეილ სააკაშვილს არავინ მოუკლავს და თავი დაანებეთ! სააკაშვილი როგორ მოკლავდა? მივიდა, მოკლა და წამოვიდა? რაღაც უთანხმოება მოხდა, ბიჭები სცემდნენ, აიყვანეს იქ ზევით, გაექცათ და გადაიჩეხა. ეს ვერსია ვიცი მე და სრულიად ვეთანხმები! იმ ადგილს კარგად ვიცნობ, რადგან იქ გადაღება მქონდა! ხევია, ხეებია და იმ ხეებში რომ გაეჩხირა, მერე ხევში გადაიჩეხა საბრალო ბიჭი…
სააკაშვილზე სისულელეების წერას თავი დაანებეთ! ის ჩვენი დროისა და სინამდვილის მოვლენაა! ახალგაზრდა ვაჟი, ცოცხალი გონებით, სავსე ნიჭი, რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ… დიახაც, მიხეილ სააკაშვილი ისევე ვერ გამოვიყენეთ ქართველებმა, როგორც ილია ჭავჭავაძე! ასევე, ვერ გამოვიყენეთ საწყალი კახა ბენდუქიძე, ისიც უნიჭიერესი კაცი იყო და ვერ შევინარჩუნეთ. აღარ ვვარგივართ ქართველები რუსების შემოსვლის შემდეგ. რუსის შემოსვლის შემდეგ ქართველი დაიღუპა“, – განაცხადა კობერიძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები