“ჟურნალისტმა გადაიღო თუ როგორ ხვდება საიდუმლოდ ალასანია ზუგდიდში “ნაციონალებს”

გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეგობარი ლალი ანთია აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ზუგდიდში ნაციონალებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ის გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
“ალასანია სააკაშვილთან შეკრული იყო. ხალხის დაშოშმინებით, ნაცებს „გაუპრავა“ სამეგრელოს შვიდივე რაიონის გაყალბებული შედეგები. არჩევნების დღეს კახეთში რა უნდოდა, როცა მთელი სამეგრელო მაგას ჩააბარა ბიძინამ? არ მინდა ახლა იმ ჟურნალისტის ხსენება მის დაუკითხავად, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მას გადაღებული აქვს, თუ როგორ ხვდება საიდუმლოდ ალასანია ზუგდიდში ნაციონალებს. ამ ჟურნალისტს დაველაპარაკები და თუ ნებას დამრთავს, „ასავალ-დასავალის“ მომავალ ნომერში ყველაფერს სახელებითა და გვარებით გეტყვით. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და გოგლა ჟვანია, რომელიც ირაკლი ალასანიამ სამეგრელოდან გააქცია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მე პოლიტიკაში არ ჩავერეოდი. გოგლა ხომ იცი, როგორი წესიერი და მორიდებულია, ეგ არც იმ 4.5 მილიონს შეუჭამდა ბიძინას, ალასანიამ და მისმა ყივჩაღებმა რომ შეჭამეს, არც ნაცებთან გარიგდებოდა“, – აცხადებს ანთია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები