“სააკაშვილმა ჟვანიას დაასწრო” – რას აპირებდა ექსპრემიერი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ

შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსანი ლევან მამალაძე, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუსწრებლად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლას აპირებდა, თუმცა მას სააკაშვილს დაასწრო და “თავიდან მოიცილა“.
როგორც მამალაძე “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, არსებობდა დიდი შანსი იმისა, რომ სააკაშვილი ჟვანიასთან პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებულიყო.
“ეს არის სუფთა წყლის სააკაშვილის ხელწერა! როცა ჟვანიას სიკვდილის შესახებ იუწყებოდნენ, სააკაშვილსა და მის მინისტრებს ბედნიერების ელფერი დაჰკრავდათ სახეზე, რადგან სერიოზული პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩამოიშორეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ზურაბ ჟვანია სააკაშვილის წინააღმდეგ საჯაროდ აპირებდა გამოსვლას და მიშამ დაასწრო-თავიდან მოიცილა! მართლაც, დიდი შანსი იყო, რომ ჟვანიასთან პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებულიყო. სპექტაკლი, რომლითაც ჟვანიას მკვლელობის გადაფარვა სცადეს, თითქოს ის ცისფერი იყო, იმისთვის დაიდგა, რომ ხმა არავის ამოეღო და ოჯახი გაეჩუმებინათ. ასეთი სიბიძურე მხოლოდ სააკაშვილის თავში თუ მოიხარშებოდა, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამაში ზურას ახლო მეგობრები მონაწილეობდნენ“, -აცხადებს ლევან მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები