ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს ერთი წლის შემდეგ პასუხობს (ვიდეო)

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თითქმის ერთი წლის შემდეგ პასუხობს. ალასანიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქციელს “ყველაზე სულმოკლე ადამიანის” ნაბიჯი უწოდა. საუბარია 2013 წელს დუბაიში მის ვიზიტთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
“რაც შეეხება იმ ინციდენტს, ეს რა თქმა უნდა, არავისთვის და მათ შორის, პირველ რიგში ივანიშვილისთვის არ იყო ღირსების შემძენი. ჩემი აზრით, ასეთი მეთოდებით მოწინააღმდეგეზე, კონკურენტზე ან თუნდაც იმ ადამიანზე, ვინც ძალიან არ გიყვარს, საუბარი და მედიაში ამ საკითხის აგორება, ჩემი აზრით, არის ყველაზე სულმოკლე ადამიანის ნაბიჯი”, – განაცხადა ალასანიამ Forbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას დუბაიში ვიზიტი “პატარა შეცდომად” შეაფასა.
“მართლაც მქონდა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა. მქონდა სხვა შეკითხვებიც, მაგრამ ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რამდენადაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ჯერ ახალგაზრდაა ირაკლი, პატარა რაღაც შეეშალა. ეს პირადული საკითხია და პირადულში არ შევდივარ. სხვათა შორის, ასეთი პრეცენდენტი მოხდა არჩევნების დროს _ ვიღაცას გუნდიდან რაღაც ფილმები გადაუღეს და გაწბილებულები იყვნენ, როგორ დავენახოთო. მე დავაწყნარე, ეს ჩემი საქმე არაა, თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკე-თქო. მე პირადულში არ შევდივარ ზედმეტად, თუმცა ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი ჩემი ახლობელი ღალატობს მეუღლეს. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 5 თებერვალს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=p-B_TSvbHS8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები