ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ თითოეული პოლიციელი ქვეყნის სამსახურში დავაბრუნეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს შთამბეჭდავს უწოდებს. როგორც პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, განხორციელებული რეფორმები ძალიან შთამბეჭდავია, რომელიც სასარგებლო იქნება პოლიციის კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობისთვის.
“ჩვენ ამ მეტად მოკლე დროში რადიკალურად შევცვალეთ მიდგომები მოქალაქეების მიმართ და თითოეული პოლიციელი დავაბრუნეთ ქვეყნის სამსახურში. დღეს მოქალაქეს აღარ აქვს იმის განცდა, რომ პოლიციელი მას ებრძვის. დღეს მოქალაქეს აქვს პოლიციელის იმედი და ეს არის თქვენი დამსახურება. დღეს საქართველო ამაყობს თქვენით და ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი”, – მიმართა პრემიერმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები